ფეხბურთი

20:17 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰანტს ბუნდესლიგა აღარ სურს

“ვერდერის” ნახევარმცველმა აარონ ჰანტმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას უთხრა, რომ თუ ბრემენულ კლუბს დატოვებს, სავარაუდოდ კარიერას არაგერმანულ გუნდში გააგრძელებს.

“ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბიდან მაქვს შემოთავაზება, მაგრამ არ მინდა “ვერდერი” სხვა გერმანულ კლუბზე გავცვალო. თუ წასვლას გადავწყვეტ, მირჩევნია უცხოური კლუბის მაისურა მოვირგო” – განაცხადა ჰანტმა.

აარონ ჰანტისა და “ვერდერის” მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. პირველ წრეში ფეხბურთელმა 17 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

 

 

0.20454