ფეხბურთი

18:30 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჰანოვერმა” ია კონანი ხანგრძლივი დროით დაკარგა

“ჰანოვერის” კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელი დიდიე ია კონანი 2013 წელს ფეხბურთის თამაშს ვეღარ მოახერხებს.

გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კონანმა დაზიანებულ კოჭზე ოპერაცია გაიკეთა და მის დაბრუნებას 2014 წლის იანვრის ბოლომდე არ უნდა ველოდეთ.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ია კონანმა 6-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

0.134746