ფეხბურთი

1:33 | 13.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ჰანოვერმა“ „ფრაიბურგთან“ ვერაფერი გააწყო

გერმანიის ბუნდესლიგის 29–ე ტური „ფრაიბურგისა“ და „ჰანოვერის“ დაპირისპირებით გაიხსნა. კრისტიან შტრაიხის გუნდი საკუთარ კედლებში თამაშობდა და მეტოქე საკმაოდ დამაჯერებელი თამაშით დაამარცხა.

23–ე წუთზე, მაქს კრუზემ შორი დისტანციიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა. სულ მალე, მასპინძლები მაინც დაწინაურდნენ, რაშიც ბრალი კრისტიან შულცს მიუძღვის – გერმანელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ერთობ კურიოზული გოლიც გამოვიდა.

ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ჰანოვერელებმა შეცდომა გამოასწორეს და ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ შესვენებამდე „ფრაიბურგი“ კიდევ ერთხელ დაწინაურდა – კრუზემ დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან გაისროლა და ამჯერად, მიზანს მიაღწია.

მეორე ტაიმში, ფრაიბურგელები სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ, რაც შედეგშიც აისახა – ჟონათან შმიდმა მესამედ აიღო „ჰანოვერის“ კარი და ტაბლოზე 3:1 დააფიქსირა.

 

ფრაიბურგი. „მაგე სოლარი“. 23000

ფრაიბურგი – ჰანოვერი 3:1 (2:1)

ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმასი (ჰენი 46), მუიჯა, დიანე, სორგი, გინტერი, შუსტერი, კრუზე, კალიჯური (გიუნტერი 86), შმიდი, სანტინი (მაკიადი 75).

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

ჰანოვერი: ცილერი, ჯურუ, შულცი, პოკონიოლი (სობეხი 76), ჩერუნდულო, ჰოფმანი, რაუში, სტინდლი (პინტუ 63), შლაუდრაფი, ია კონანი (აბდელაუიე 75), დიუფი.

მწვრთნელი: მირკო სლომკა

გოლები: 1:0 შულცი (24ს.კ), 1:1 რაუში (36), 2:1 კრუზე (44), 3:1 შმიდი (73)

გაფრთხილებები: შუსტერი (82) – შულცი (27), შტინდლი (30)

არში დარტყმა: 14 (8) – 13 (7) ჯარიმა: 13 - 25 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 61% - 39% სეივი: 6 – 3

0.118655