მილანის “ინტერის” მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი ერთაბშად რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს. La Republica-ს ცნობით, 29 წლის სლოვენიელის შეძენა “მანჩესტერ სიტის”, “პარი სენ-ჟერმენსა” და “მონაკოს” სურთ.
როგორც ირკვევა, სამივე კლუბი “ნერაძურისთვის” სატრანსფერო წინადადებას უკვე ამზადებს. ძნელად სავარაუდოა, რომ მილანელებმა ჰანდანოვიჩის შენარჩუნება მოახერხონ.
ზემოთთქმული კლუბების გარდა, სლოვენიელის გადაბირება ლონდონის “ტოტენჰემსაც” სურს. ინგლისელები იმ შემთხვევაში გააქტიურდებიან, თუ კლუბს უგო ლიორისი დატოვებს.