ფეხბურთი

16:46 | 4.03.2014 | ნანახია 2085 - ჯერ

ჰამშიკის აღიარება

“ნაპოლის” ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი ზედიზედ მესამედ სლოვაკეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ სლოვაკური პრესა იუწყება. სლოვაკეთის ეროვნული გუნდის ლიდერმა კუთვნილი ჯილდო ქალაქ ტრნავაში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე მიიღო. მის გარდა პრიზები სხვა სლოვაკ ფეხბურთელებსაც გადაეცათ. კერძოდ, შიდა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ბრატისლავის “სლოვანის” ფორვარდი რობერტ ვიტეკი გახდა. პეტერ დუბროვსკის სახელობის პრიზი, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა, იტალიური “კატანიას” მცველმა ნორბერტ დიომბერმა მიიღო.

“როგორც ყოველთვის, ეს საუცხოო გრძნობაა. ჩემთვის “ნაპოლიში” ჩატარებული ბოლო სეზონი საუკეთესო აღმოჩნდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ უნაკლო იყო, რადგან სლოვაკეთის ნაკრების რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი გამოვტოვე” – იუწყება ჰამშიკის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ჰამშიკი იტალიური “ნაპოლიში” 2009 წლიდან გამოდის და ამ ხნის განმავლობაში ნეაპოლელთა რიგებში ჩატარებულ 290 მატჩში 76 გოლი გაიტანა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:19 | 04.03.2014
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

რა ქოჩორი აქ, ვენაცვალე პრიჩოსკაში

19:23 | 04.03.2014
სავაშა__ (6590)

მარეკ! სული და გული ნაპოლის! ლავეცის და კავანის მსგავსი ფარჩაკი კი არ არის! გუნდი არ მიატოვა! ნამდვილი კაცი!

17:47 | 04.03.2014
giorgi200 (317)

რა აღიარა?

18:01 | 04.03.2014
kitu (458)

თავად ჰამშიკი აღიარეს

17:42 | 04.03.2014
tengoroma (4673)

მაგარია რა

0.138645