ავტოსპორტი

16:32 | 23.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის პრაქტიკები

მალაიზიის დიდი პრიზის პირველ ორ თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი ლუის ჰამილტონი იყო. პირველ სესიაზე, მას ერთი საათი ეყო იმისათვის, რომ ყველა მეტოქე ნახევარ წამზე მეტით ჩამოეტოვებინა. მეორეზე სინოპტიკოსებმა ძლიერი წვიმა იწინასწარმეტყველეს, თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა, ჰამილტონმა კი ისევ ცხრილის სათავეში მოიკალათა. მართალია, ამჯერად მდევრებთან მისი უპირატესობა შემცირდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით, სეპანგის ტრასაზე ის ბატონობს.

პირველ სესიაზე ჰამილტონს ყველაზე სერიოზული მეტოქეობა სებასტიან ფეტელმა გაუწია, თუმცა მეორე სესიაზე მსოფლიოს ჩემპიონი პელოტონის შუაში ჩაიძირა. მასზე გაცილებით სტაბილურები აღმოჩნდნენ „მერსედესის“ პილოტები - ნიკო როსბერგი და მიხაელ შუმახერი. ჰამილტონის თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს კი ორივე სესიაზე მცირე პრობლემები ჰქონდა. პირველ პრაქტიკაზე მას ზეთის გაჟონვის გამო მოუწია ბოქსებში ყოფნა, მეორეზე კი მუხრუჭებში შეექმნა პრობლემა. თუმცა, ამის მიუხედავად, მეორე პრაქტიკა მესამე საუკეთესო შედეგით დაასრულა და შუმახერს მხოლოდ 0.002 წამით ჩამორჩა.

ორივე სესია პილოტების უმეტესობამ საბურავების დეგრადაციის ხარისხის დასადგენად გამოიყენა. მიღებულ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა სარბოლი სტრატეგიის შერჩევისას ექნება. ამასთან, მალაიზიური სიცხის გამო, ბევრი ალბათ უფრო საშუალო სიმყარის საბურავებზე გააკეთებს არჩევანს, სოფტს და სუპერ სოფტს კი კვალიფიკაციაზე გამოიყენებენ.

რომენ გროჟანმა დაამტკიცა, რომ ავსტრალიურ კვალიფიკაციაზე, მის მიერ ნაჩვენები მეორე საუკეთესო შედეგი შემთხვევითობა არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მის „ლოტუსზე“ უკანა ფრთა დაზიანდა, ფრანგმა პირველი სესია მეხუთე საუკეთესო დროით დაასრულა. მეორე სესიაზე კი მეცხრე შედეგს დასჯერდა. კვლავ ვერ ახერხებს თავის გამოჩენას „ფერარი“, რომელიც როგორც ჩანს, რბოლაში ისევ ფერნანდო ალონსოს ოსტატობის იმედზე უნდა იყოს. რაც შეეხება მასას, მალაიზიაში მისთვის მარანელოდან ახალი შასი ჩაიტანეს, მაგრამ ჯერჯერობით აშკარაა, რომ მელბურნში მისი უფერული გამოსვლის მიზეზი შასი არ ყოფილა.

კვლავ ლიდერის დროის 107-პროცენტიან ზღვარს მიღმა არიან „ისპანიას“ პილოტები. თუ ისინი კვალიფიკაციას უკეთე ვერ ჩაატარებენ, რბოლა კვლავ მათ გარეშე ჩაივლის...

 

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:38.021

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:38.535

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:38.813

4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:38.826

5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:38.919

6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:39.092

7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                          1:39.128

8. პოლ დი რესტა, ბრიტანეთი, ფორს ინდია)              1:39.298

9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:39.323

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:39.440

11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:39.724

12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:39.783

13. ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი)                           1:39.896

14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                          1:39.910

15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:39.980

16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:40.099

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)                1:40.247

18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:40.469

19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი)                  1:40.857

20. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:41.085

21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:43.170

22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:44.580

23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:45.360

24. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:45.528

 

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:38.172

2. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:38.533

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:38.535

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:38.696

5. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)       1:38.853

6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:38.891

7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:39.133

8. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:39.297

9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:39.311

10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:39.402

11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:39.444

12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:39.464

13. პოლ დი რესტა, ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:39.625

14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:39.687

15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:39.696

16. ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი)                           1:40.271

17. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:40.678

18. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:40.947

19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი)                  1:41.464

20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:41.681

21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:42.594

22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:42.874

23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:43.658

24. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:43.823

 

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093508