ავტოსპორტი

2:32 | 10.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ფეტელზე სწრაფია

იტალიის დიდი პრიზის პირველი ორი პრაქტიკის შემდეგ, საუკეთესო შედეგი ”მაკლარენის” ლუის ჰამილტონს აქვს, რომელმაც ერთადრთმა შეძლო წრის წუთსა და 24 წამზე ნაკლებში გავლა. საუკეთესო შედეგი (1:23.865) მან პირველივე სესიაზე დააფიქსირა და მართალია, მეორეზე მასზე სწრაფი ”რედ ბულის” სებასტიან ფეტელი იყო, მაგრამ ორი სესიის ჯამში, გერმანელს მაინც მეორე საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა. მეორე სესიაზე ჰამილტონს მხოლოდ მოქმედმა ჩემპიონმა აჯობა და ისიც, 0.036 წამით.

”ვფიქრობ, ”ფერარიზე” ოდნავ სწრაფები ვართ. მეორე სესიის მიწურულს, ”რედ ბულიც” საკმაოდ სწრაფი იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ მათ ჩვენზე ნაკლები საწვავი ესხათ, რაც ოპტიმისტურად განგვაწყობს”, - ამბობს მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი, რომლის თანაგუნდელ ჯენსონ ბატონსაც, შესაბამისად, მეორე და მეშვიდე დრო ჰქონდა.

მარტალია, ”რედ ბული” წუწუნებს, რომ ჩემპიონატში უსწრაფესი, მონცას ტრასაზე ისინი თავს ისე ვერ გრძნობენ, როგორც თუნდაც სპა-ზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ორივე პრაქტიკაზე ისინი კონკურენტუნარიანები იყვნენ. პირველ სესიაზე, ფეტელს და მის თანაგუნდელ მარკ უებერს მესამე და მეოთხე შედეგები ჰქონდათ, მეორეზე კი ავსტრალიელი მეექვსე შედეგს დასჯერდა.

სხვათა შორის, მონცაზე ”რედ ბულის” პილოტები კვარცხლბეკზე არასდროს ასულან, არადა ამ ტრასაზე ავსტრიული გუნდის შვილობილ ”ტორო როსოს” და ფეტელს 2008 წლის რბოლა აქვთ მოგებული. ამასთან, ფეტელი ამბობს, რომ ”რედ ბულის” მანქანის მახასიათებლებს იტალიური ტრასა ნაკლებად შეეფერება. და მაინც:

”მანქანის მუშაობით კმაყოფილები ვართ. ჯერჯერობით, ყველაზე სწრაფი ”მაკლარენია” და ვფიქრობ, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსიც მის პილოტებს ექნებათ. და მაინც, თავისუფალი პრაქტიკების დროს, ყველა თავისი საქმითაა დაკავებული და შედეგზე ორიენტირებულნი ნაკლებად ვართ. ამიტომ, ამ შედეგების მიხედვით ძნელი სათქმელია, ვის რა პოტენციალი აქვს”.

ამ ორი გუნდის ჩრდილში აღმოჩნდა ”ფერარი” და მისი ლიდერი ფერნანდო ალონსო, რომელმაც იტალიის შარშანდელი დიდი პრიზი მოიგო. ესპანელმა პირველ სესიაზე მხოლოდ მეშვიდე საუკეთესო დრო დააფიქსირა, მეორე სესიაზე კი მეოთხემდე აიწია. კარგი იქნება, შარშანდელ მიღწევას თუ გავიმეორებთ, მაგრამ ეს ძალიან ძნელიაო - განაცხადა ალონსომ.

 

იტალიის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:23.865

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:24.786

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:25.231

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:25.459

5. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:26.550

6. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                          1:26.625

7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:26.647

8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:26.676

9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                          1:26.694

10. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:26.696

11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:26.699

12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)        1:26.826

13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:26.836

14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                      1:26.996

15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:27.365

16. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                               1:27.385

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:27.433

18. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:27.492

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:29.539

20. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეეთი, ლოტუსი)               1:30.148

21. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)              1:30.609

22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:30.619

23. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:31.052

24. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:31.899

 

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:24.010

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:24.046

3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:24.347

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:24.366

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:24.433

6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:24.468

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:24.508

8. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:25.097

9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:25.182

10. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                              1:25.325

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                       1:25.450

12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:25.496

13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:25.683

14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:25.758

15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:26.202

16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:26.353

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:28.347

18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:28.559

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:28.605

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:28.804

21. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:29.162

22. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:29.184

23. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:29.622

24. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)             1:29.841

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://autopanoramaf1.blogspot.com/

0.092724