ფეხბურთი

13:13 | 22.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჰამბურგს” ვან მარვეიკი ჩაიბარებს

ჰოლანდიელი სპეციალისტი ბერტ ვან მარვეიკი გერმანულ “ჰამბურგს” ჩაიბარებს. Voetbal International-ის ცნობით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა გერმანელებთან 2-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

რამდენადაც ცნობილია, “ჰამბურგში”, ვან მარვეიკის ასისტენტი რულ კუმანი იქნება. საგულისხმოა, რომ 61 წლის მწვრთნელმა ჰოლანდიის ნაკრები 2012 წელს დატოვა და მას შემდეგ არსად უმუშავია.

ცნობისათვის, “ჰამბურგის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფელიქს მაგათისა და ტომას შააფის კანდიდატურებიც განიხილებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჯერჯერობით, გერმანელები ვან მარვეიკთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ.

 

0.114838