ფეხბურთი

13:28 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჰამბურგს” ჯურუ კამოაკლდა

შვეიცარიელი მცველი ჟოან ჯურუ, რომელიც “არსენალს” “ჰამბურგში” ჰყავს განათხოვრებული, გერმანულ კლუბს სავარაუდოდ მინიმუმ რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება. 26 წლის ფეხბურთელს ხვალ საზარდულის მინი-ოპერაციას გაუკეთებენ. აქედანვე გადაწყვეტილია, რომ ჯურუ 4 აგვისტოს გერმანიის თასის საწყის რაუნდს გამოტოვებს, მაგრამ შეძლებს თუ ვერა 11 აგვისტოს, ბუნდესლიგის პირველ ტურში “შალკეს” წინააღმდეგ მინდორზე გასვლას, ჯერ უცნობია.

ჟოან ჯურუმ გასული სეზონის მეორე ნახევარი ბუნდესლიგურ “ჰანოვერში” ასევე იჯარით გაატარა და 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამასთან, ყველა - სასტარტო შემადგენლობაში.

 

0.114857