ფეხბურთი

11:12 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჰამბურგმა” სამარასი ისურვა

შესაძლოა, გლაზგოს “სელტიკის” ფორვარდი გეორგიოს სამარასი “ჰამბურგში” გადაბარგდეს. “ბილდის” ცნობით, გერმანელები 29 წლის ბერძენის სამსახურით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი.

თავის მხრივ, სამარასს შოტლანდიელებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს. ჯერჯერობით, “სელტიკი” თავდამსხმელს ახალ ხელშეკრულებას არ სთავაზობს. გასულ სეზონში, “ჰამბურგმა” ბუნდესლიგაში ადგილი გაჭირვებით შეინარჩუნა და მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

ცნობისათვის, სამარასი “სელტიკში” 2008 წლიდან ირჯება. მანამდე, ბერძენი “მანჩესტერ სიტისა” და “ჰერენვენში” თამაშობდა.

 

0.113874