ფეხბურთი

18:18 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჰამბურგმა” ჯურუ ინათხოვრა

ლონდონის “არსენალის” შვეიცარიელი მცველი იოჰან ჯურუ, მომდევნო სეზონში, “ჰამბურგში” ითამაშებს.

გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 26 წლის უკანახაზელის არენდის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, შეთანხმება მიღწეულია. ჯურუ “ჰამბურგში” ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს, რის შემდეგაც, გერმანელებს მისი უპირატესი შესყიდვის უფლება ექნებათ.

იოჰან ჯურუ “არსენალის” სკოლის აღზრდილია. ლონდონელთა პირველ გუნდში ის 2004 წლიდან თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, ის “ბირმინგემსა” და “ჰანოვერში” იყო განათხოვრებული. 

0.120038