გერმანული “ჰამბურგის” ხელმძღვანელობა 31 წლის ჰოლანდიელ შემტევ ნახევარმცველთან, რაფაელ ვან დერ ვაარტთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.
ვან დერ ვაარტსა და “ჰამბურგს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულში გასდის, მაგრამ გერმანელები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ჯერჯერობით, არ აპირებენ.
“ამ ეტაპზე, კონტრაქტების გახანგრძლივებაზე საერთოდ არ ვმუშაობთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვნახოთ, როგორ ითამაშებენ ფეხბურთელები და მოახერხებენ თუ არა ისინი შედეგების გაუმჯობესებას.” – აცხადებს “ჰამბურგის” აღმასრულებელი დირექტორი დიტმარ ბეიერსდორფერი.