ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ჰალკი კონფედერაციის თასზე იაპონიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების (3:0) შემდეგ ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ სანქტ-პეტერბურგის “ზენიტზე” დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა.
“ახლა მთელი სულით და გულით ნაკრებზე ვარ კონცენტრირებულიდა საკლუბო ფეხბურთზე სალაპარაკოდ ნამდვილად არ მცალია. სურვილიც არ მაქვს. თუ გინდათ, კონფედერაციის თასის შესახებ ვისაუბროთ. ძალიან კარგად დავიწყეთ და აუცილებლად ასე უნდა გავაგრძელოთ” – უთხრა ჰალკმა ერთ-ერთ ევროპულ გამოცემას.