ფეხბურთი

15:48 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰალკი: "რუსეთში რასიზმი არა, მაგრამ შური არაერთხელ ვიგრძენი"

"ზენიტის" ბრაზილიელმა შემტევმა ჰალკმა განაცხადა, რომ რუსეთში რასზიმი არ უგრძვნია, თუმცა სხვა უარყოფითი ამბები გადაუტანია. ჰალკმა თქვა, რომ "ზენიტის" არაერთ ფეხბურთელს მისი შურდა:

"რუსეთში ქომაგებმა კარგად მიმიღეს, აქ რასისტული შეურაცხყოფა არასოდეს მოუყენებიათ. ერთადერთი, რასაც ნათლად ვხედავდი, არაერთ ფეხბურთელს ჩემი შურდა. რასიზმს რუსეთში არა, მაგრამ ლისაბონში წავაწყდი. "ბენფიკას" წინააღმდეგ ვთამაშობდით და მაიმუნს მეძახდნენ, გადამიარეს. თუმცა, გოლი გავუტანე "ბენფიკას" და ვაიძულე, რომ გაჩუმებულიყვნენ" – უთხრა ჰალკმა რუსულ სპორტ-ექსპრესს. 

ილია კახელიშვილი

თეგებიჰალკი
0.132528