ფეხბურთი

15:25 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰალკი ნეიმარს “ზენიტს” ურჩევს

 

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” თავდამსხმელმა ჰალკმა თანამემამულე ნეიმარს თავის კლუბში გადასვლა ურჩია. ამის შესახებ Goal.com-ი იუწყება.

“ვფიქრობ, ნეიმარმა იცის, რომ კლუბის შეცვლა აუცილებელია. არჩევანს მის ნაცვლად ვერ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია, რუსეთში გადმოსვლა ვურჩიო. ბრწყინვალე იქნებოდა, “ზენიტში” რომ ეთამაშა. ხშირად, ფეხბურთელებს არასამართლიანად აკრიტიკებენ, მაგრამ მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ნეიმარი ნებისმიერ კლუბს გააძლიერებს”, - განაცხადა ჰალკმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის ხილვით ესპანური გრანდები – “ბარსელონა” და “რეალი” არიან დაინტერესებულნი.

0.112036