კატალონიის “ბარსელონას” ზაგრების “დინამოს” ნახევარმცველის – ალენ ჰალილოვიჩის ტრანსფერი ფიფას აკრძალვის გამო ჩაეშალა და ხორვატის შესაძენად რიგი ინგლისური კლუბები გააქტიურდნენ. ამის შესახებ Tribal Football-ი იუწყება.
კატალონიელები 17 წლის ხორვატს 5-წლიან კონტრაქტს უმზადებდნენ. “ბარსელონა” და “დინამო” ტრანსფერზე მორიგებულნი იყვნენ და ამას ოფიციალურადაც ადასტურებდნენ, მაგრამ ფიფას სასჯელმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
ჰალილოვიჩის შესაძენად “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი” და “ტოტენჰემი” იბრძვიან. ზაგრებელები ნახევარმცველში მხოლოდ 2.2 მილიონ ევროსა და ბონუსებს ითხოვენ, რაზეც ბევრი ევროპული კლუბი ყაბულსაა.