ფეხბურთი

19:24 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰალილოვიჩი: “პირველ გუნდში მოხვედრა იოლი არ იქნება”

“ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევი ალენ ჰალილოვიჩი მიიჩნევს, რომ კატალონიელთა პირველ გუნდში ფეხის მოკიდება ძნელი იქნება, მაგრამ ის საბრძოლველად მზადაა.

18 წლის ჰალილოვიჩი “ბარსელონაში” გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, ზაგრების “დინამოდან” გადავიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, რაზეც მისი სანაკრებო კარიერაც მეტყველებს – ჰალილოვიჩმა, 18 წლის ასაკში, ხორვატიის ეროვნულ გუნდში უკვე 5 თამაშის ჩატარება მოასწრო. ის, ხორვატიის ნაკრების ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. დებიუტის დროს ჰალილოვიჩი მხოლოდ 16 წლის იყო.

“სეგუნდა დივიზიონი ძალიან ძლიერი ლიგაა. ზოგჯერ, ჩვენს გუნდს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანაც კი უჭირს. ამ ჩემპიონატში თამაში რთულია. განსაკუთრებით, თუ სახლისგან შორს ხარ. ამის მიუხედავად, “ბარსელონაში” ყოფნა მომწონს. მე-2 გუნდში ყველა ახალგაზრდა, ამბიციური და ძლიან ნიჭიერია. პირველ გუნდში მოხვედრა იოლი არ იქნება, მაგრამ ცდას არ დავაკლებ.” – ციტირებს ჰალილოვიჩის სიტყვებს Goal-ი.

0.119555