“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ ალენ ჰალილოვიჩის ტრანსფერის თაობაზე ზაგრების “დინამოსთან” შეთანხმებას მიაღწია. ესპანური პრესის ცნობით, კატალონიური კლუბი ფეხბურთელთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ეს ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაჯდება.
17 წლის ჰალილოვიჩით, რომელმაც უკვე ხორვატიის ეროვნულ ნაკრებშიც მოასწრო სადებიუტო მატჩის ჩატარება, ერთხანს მადრიდის “რეალიც” იყო დაინტერესებული, მაგრამ საქმე კონკრეტულ მოლაპარაკებამდე არ მისულა.