ფეხბურთი

21:54 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰალილჰოჯიჩმა “ტრაბზონსპორი” ჩაიბარა

ალჟირის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი თურქული “ტრაბზონსპორის” მთავარი მწვრთნელი გახდა.

ჰალილჰოჯიჩის მიერ გაწვრთნილმა ალჟირმა მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალში გააღწია, რაც ამ გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა. ბუნებრივია, ალჟირელებს 61 წლის სპეციალისტის შენარჩუნება სურდათ და მის დარწმუნებას ქვეყნის პრეზიდენტიც ცდილობდა, მაგრამ ბოსნიელმა მწვრთნელმა მაინც წასვლა გადაწყვიტა.

დღეს, “ტრაბზონსპორის” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჰალილჰოჯიჩი ამ გუნდს გაწვრთნის.

0.130415