ფეხბურთი

11:46 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჰალ სიტიმ” ბენ არფა ინათხოვრა

 

“ნიუკასლის” ფრანგი ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა მიმდინარე სეზონს განათხოვრების წესით “ჰალ სიტიში” გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, “კაჭკაჭების” მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ 27 წლის ფრანგს პროფესიონალიზმი დაუწუნა და ის ახალგაზრდულ გუნდში გაისტუმრა. გამოცდილ ფეხბურთელს მშველელად “ჰალი” მოევლინა, რომელმაც სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ “ნიუკასლთან” შეთანხმება მოახერხა.

“ჰატემი - მშვენიერი გაძლიერებაა. ის ჩვენს შეტევებს აზროვნებას შემატებს. მოუთმენლად ველოდებით მის მოედანზე გამოჩენას” - გადმოგვცემს “ვეფხვების” ოფიციალური საიტი მთავარ მწვრთნელ სტივ ბრიუსის სიტყვებს.

ცოტა ხნის წინ ბენ არფამ თურქული “ბეშიქთაშის” წინადადება უარყო. მის მიმართ ინტერესს დნეპროპეტროვსკის “დნიპროც” იჩენდა. ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში ბენ არფამ სამი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11377