სხვა

15:22 | 26.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰოსთვის ყველაზე მძიმეც მსუბუქია

ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის მოწინავე სუმოისტები ნოემბრის ბაშოსთვის მზადებას განაგრძობენ და საკონტროლო პაექრობებსაც მართავენ. სადღეისოდ, ყველაზე ცნობილმა სეკიტორმა ოკოძუნა ჰაკუჰომ ძალების მოსინჯვა ქართველ გაგამარუსთან არჩია და სიგას პრეფექტურაში ჩასულმა, მას 14-დან 14 ბრძოლა მოუგო.
ცნობისთვის, 23 წლის ქართველი, რომელსაც “ერისკაცობაში” თეიმურაზ ჯუღელის სახელით ვიცნობდით, მაკუუჩიში ყველაზე მძიმე (202 კგ.) სუმოისტია, თუმცა, 25 წლის მონღოლთან ჭიდილში მაინც ვერაფერს გახდა.
მიმდინარე კვირაში საკონტროლო შეხვედრები კიდევ გაიმართება. 27 ოქტომბერს სეკიტორები ოკაიამას პრეფექტურას ეწვევიან, 28-ში – სიმანეში შეიკრიბებიან, 29-სა და 30-ში კი – ხიროსიმაში.  
შეგახსენებთ, რომ წლის დასკვნითი სუპერტურნირი 14-28 ნოემბერს ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში შედგება, ხოლო განახლებული რეიტინგი ანუ ბანძუკე 1 ნოემბერს გამოქვეყნდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.177888