სხვა

15:34 | 24.09.2013 | ნანახია 1110 - ჯერ

ჰაკუჰოს პირველი მარცხი

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ტოკიოს ბაშოზე ზედიზედ მოპოვებულ ოთხ გამარჯვებას ისევ მარცხი მიაყოლა და თანაბარი ბალანსი (5 მოგება, 5 მარცხი) გაუხდა.

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირის მორიგ დღეს გაგამარუმ დასავლეთის მე-12 მაეგაშირა სადანოფუჯისთან იორიკირით წააგო.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სეკიტორი ბაშოზე აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯება და თუკი სატიტულო წინსვლა სურს, დარჩენილი 5 შერკინებიდან მინიმუმ 3 მაინც უნდა მოიგოს. გაგამარუს მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ტამავაში იქნება.

ტოკიოს ბაშოს მე-10 დღის მთავარი მოვლენა იოკოძუნა ჰაკუჰოს მარცხი გახლდათ. მონღოლმა ჩემპიონმა სეკივაკე გოეიდოსთან ოშიდაშით წააგო და ეს, შეჯიბრზე მისი პირველი წარუმატებლობა გახლდათ.

ჰაკუჰოს აქტივში 9 მოგება გახლავთ და იგი უახლოეს კონკურენტებს – იოკოძუნა ჰარუმაფუჯის, ოძეკი კისენოსატოს და მე-13 მაეგაშირა ჰომაშოს 1 გამარჯვებითღა უსწრებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:09 | 25.09.2013
არჩილ სოხუმელი (2357)

სამწუხაროდ დღეს გაგამარუ დამარცხდა. კარგად შეუტია თავიდან, მერე კი გაჩერდა და მოწინააღმდეგეს მისცა მანევრის საშუალება. ტექნიკა და მოქნილობა აკლია გაგას. ძაან ცუდ ფორმაშია არანიც, დღეს უშანსოდ წააგო.

15:49 | 24.09.2013
dogo159 (126)

დადეთ რა ვიდეო

01:09 | 25.09.2013
lelo2015 (613)

stripslashes((strlen('http://cibersumo.com')>0?'http://cibersumo.com':'http://cibersumo.com'))
ესეც საიტი

01:09 | 25.09.2013
lelo2015 (613)

stripslashes((strlen('http://www.youtube.com')>0?'http://www.youtube.com':'http://www.youtube.com')) ზე დაძებნე შემდეგი ტექსტი: Sumo - Aki Basho 2013 Day
ყველა დღეს იპოვის. რომელის გინდა უყურე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145479