სხვა

16:42 | 18.05.2014 | ნანახია 1136 - ჯერ

ჰაკუჰო ისევ დაუმარცხებელია, გაგამარუს ძალიან გაუჭირდება

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ნაცუ ბაშოზე მე-5 მარცხი განიცადა და უარყოფით ბალანსს კიდევ უფრო მიუახლოვდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი მაისის სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით ირჯება, ამდენად, მორიგი მაკე-კოშის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში აღმოჩნდება.

გაგამარუ ამჯერად დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ჩიიომარუს დაუპირისპირდა და უვატენაგეთი დამარცხდა. ჯუღელმა იაპონელის პირველი შეტევა მოიგერია და მაკიკაეც (მარცხენა ხელი მოწინააღმდეგის მარჯვენა ხელის ქვეშ გადაიტანა) განახორციელა, თუმცა, კონტრ-ილეთს ვეღარ გადაურჩა.

ქართველ სეკიტორს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან ხუთის მოგება სჭირდება, რაც ურთულესი საქმე იქნება. თეიმურაზის მომდევნო მეტოქე ძურიოს პირველი ნომერი აძუმარიუ იქნება.

ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ერთპიროვნულ ლიდერად ისევ მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც მიჯრით მე-8 მოგება კომუსუბი იოშიკაძესთან მიითვალა. “თეთრ ფენიქსს” თითო გამარჯვებით ოძეკი კისენოსატო და მე-5 მაეგაშირა იკიოი ჩამორჩებიან.

რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში მორიგ ორთაბრძოლას 19 მაისს ჩაატარებს ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე, რომელსაც გასული ოთხივე ორთაბრძოლა მოგებული აქვს. დასავლეთის მე-6 ნომრად მიჩნეული ქართველი სუმოისტი ორშაბათს დასავლეთის მე-11 რეიტინგის მქონე დევაჰაიატეს გაეჯიბრება.

 ნაცუ ბაშოს მე-8 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=n-8JnPyKXm0


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:37 | 13.04.2020
Sport With pleasure (4571)

.stripslashes((strlen('https://www.clip.fail/video/n-8JnPyKXm0')>0?' https://www.clip.fail/video/n-8JnPyKXm0':' https://www.clip.fail/video/n-8JnPyKXm0'))

14:14 | 19.05.2014
pitershow (20)

რა დრო იყო გაგა იოკუძუნებს და ოძეკებს ეჭიდავებოდა, ახლა თითქოს შეცვალესო, რაღაცაშია საქმე, ალბათ ზედმეტი წონის ამბავია, დემოტივირებულია აშკარად .... იმედია ამოქაჩავს და ძურიოში არ აღმოჩნდება .

10:05 | 19.05.2014
BEERTRANCE (97819)

რა ჭირს ნეტა გაგას, ამ დონეზე ახერხებდა დადებითზე გასვლას, ახლა მემგონი ჯურიოში აღმოჩნდება. ტოჩი მჯერა დარჩენილ 3 ბრძოლასაც მოიგებს და თუ ჯურიოშიც 15-ვე მოიგო, შანსი იქნება სექტემბერშივე აღმოჩნდეს მაკუუჩიში.

09:52 | 19.05.2014
majlajuna (1024)

გაგამარუს გაუჭირდება კი არა ალბათ ძურიოში მოუწევს გადასვლა

17:12 | 18.05.2014
linkin-park (3179)

ტოჩი მიდი გგულშემატკივრობ მთელი გულით. გაგა შენც რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე უმაღლეს დივიზიონში მხოლოდ შენ იცავ საქართველოს სახელს და მთელი გულით შენკენ ვარ. აძუმარიუ ხვალე გაიშლება დოჰიოზე დარწმუნებული ვარ

0.12609