სხვა

15:18 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰო დამარცხდა, ტოჩინოშინი ისევ იგებს

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონიდან თავის დაღწევას ცდილობს, რისკენაც მორიგი ნაბიჯი გადადგა. ტოჩინოშინმა ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, უკვე მიჯრით მე-13 ბრძოლა მოიგო და ზედიზედ მე-2 ტურნირის მოგებასთან ახლოს იმყოფება.

გორგაძემ, რომელიც მაკუშიტაში დასავლეთის მე-6 ნომერია, ამჯერად დასავლეთის მე-20 რეიტინგოსან კავანარის აჯობა. ქართველმა მეტოქეს, რომელიც მანამდე ასევე დაუმარცხებელი გახლდათ, იორიკირით აჯობა.

თუკი ტოჩინოშინს დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) განაღდებული აქვს, მთავარი ბრძოლები ჯერაც ელის ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელს.

გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა გოლიათმა 5 მოგების წილ მე-6 მარცხი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა მიოგირიუსთან განიცადა და ახლა, მიზნის მისაღწევად დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან მინიმუმ სამის მოგება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ნაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით ირჯება, შემდეგი შერკინება კი ძურიოს მე-3 ნომერ ვაკანოსატოსთან ელის.

მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა მაისის სუპერტურნირის სათავეში. მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ ზედიზედ 10 გამარჯვების შემდეგ პირველი მარცხი სეკივაკე გოეიდოსთან განიცადა და დაწევის საშუალება ოძეკი კისენოსატის მისცა.

 ნაცუ ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=-EFNZMNi308

0.145077