მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი თავკაცი იუპ ჰაინკესი მიიჩნევს, რომ ნახევარმცველი ტონი კროოსი გუნდის ლიდერი უნდა გახდეს. Kicker-თან საუბარში, გერმანელმა სპეციალისტმა შუახაზელს პეპ გვარდიოლას გუნდში დარჩენისკენ მოუწოდა.
“კროოსმა “ბაიერნი” არც მაშინ უნდა დატოვოს, თუ წინადადებებს “რეალისგან” და “ბარსელონასგან” მიიღებს. მას შეუძლია “ბაიერნის” ლიდერი გახდეს და უახლოეს წლებში ბევრი ტიტული მოიგოს”, - განაცხადა ჰაინკესმა.
ცნობისათვის, კროოსს მიუნხენელებთან კონტრაქტი 2015 წელს ეწურება. ჯერჯერობით, მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან.