ფეხბურთი

19:34 | 31.05.2013 | ნანახია 834 - ჯერ

ჰაინკესი ტიმოშჩუკის სიტყვებს უარყოფს

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი უარყოფს მისი შეგირდის, ანატოლი ტიმოშჩუკის მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომელთა თანახმადაც, ესპანელი სპეციალისტი სამუშაოდ “რეალში” მიდის.

ცოტა ხნის წინათ, ტიმოშჩუკმა განაცხადა, რომ ის ჰაინკესის “რეალში” წასვლაში თითქმის ბოლომდეა დარწმუნებული, მაგრამ ჯერ კიდევ მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი ვერ ხვდება, საიდან დაასკვნა ეს უკრაინელმა.

“ანატოლის სიტყვები მოვისმინე, მაგრამ არ ვიცი, საიდან გამოიტანა მან ეს დასკვნა.

საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ხვალ ვისაუბრებ, თუ კარგ ხასიათზე ვიქნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს ივნისის პირველ კვირაში გაიგებთ.” – ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს მადრიდული AS-ი.

ხვალ, გერმანიის თასის ფინალში, ჰაინკესი “ბაიერნს” უკანასკნელად უთავკაცებს. ამის შემდეგ, მისივე სიტყვებით, ის ან მწვრთნელობას თავს დაანებებს, ან სამუშაოდ უცხოეთში წავა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:28 | 20.11.2014
sabonis (9584)

იმედია ეს მეტად ენდობა, ისე ერთ პრობლემაა ევროპაზე რუსებთან თუ მოვხდით ჯგუფში ეგ ყველანაირად ეცდება ვიკა ფორმაში არ შევიდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062023
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
834