ფეხბურთი

15:30 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინკესი კარიერის გაგრძელებაზე დაფიქრდა

მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი იუპ ჰაინკესი სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას არ გამორიცხავს. აქამდე, 67 წლის გერმანელს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ პენსიაზე ზაფხულში გავიდოდა.
“ვიცი, რომ ასეთი ხმები არსებობს. ამას ვერაფერს მოვუხერხებ. მე ცნობილი მწვრთნელი ვარ და პრესის ინტერესიც აქედან გამომდინარეობს. ჩემს მომავალს სეზონის ბოლოს გადავწყვეტ”, - განუცხადა ჰაინკესმა გერმანელ ჟურნალისტებს.
სეზონის ბოლოს, “ბაიერნიდან” ჰაინკესის აბარგებას წინ ვერაფერი დაუდგება, რადგან მიუნხენელებმა პეპ გვარდიოლასთან კონტრაქტი უკვე გააფორმეს. ამგვარად, თუკი ჰაინკესი სამწვრთნელო კარიერას განაგძობს, სხვა კლუბის მოძებნა მოუწევს. გერმანული პრესის ინფორმაციით, ჰაინკესისადმი ინტერესს გელზენკიხენის “შალკე” იჩენს.

0.105805