ფეხბურთი

22:33 | 9.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინკესი: “არსენალი” შეუძლებლის შესაძლებლად ქცევას შეეცდება”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი დარწუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მისი გუნდის მეტოქე, მიუხედავად ძალზე რთულ მდგომარეობაში ყოფნისა, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოლომდე იბრძოლებს.

“არსენალსა” და “ბაიერნს” შორის ლონდონში გამართული პირველი დაპირისპირება მიუნხენელებმა 3:1 მოიგეს, რაც ინგლისელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის მიზერულ შანსებს უტოვებს. მიუხედავად ამისა, “რეკორდმაისტერის” დამრიგებელი მაინც ფრთხილობს.

“ამ უქმეებზე “არსენალს” თამაში არ უწევს და ლონდონელები ჩვენთან გასამართ განმეორებით დაპირისპირებაზე სრულად არიან კონცენტრირებულნი. ინგლისელები “ალიანც არენას” დანებებულები არ ესტუმრებიან. “არსენალი” შეუძლებლის შესაძლებლად ქცევას შეეცდება.” – ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს Goal-ი.

0.119072