ფეხბურთი

12:04 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰადლსტოუნმა თმის გაყიდვით იხეირა

 

“ჰალ სიტის” ნახევარმცველმა ტომ ჰადლსტოუნმა თავისი თმები ინტერნეტ-აუქციონზე გაყიდა. Saily Mail-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა გადაწყვეტილება კლუბის მიერ უგოლო სერიის შეწყვეტის აღსანიშნავად მიიღო – 28 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-19 ტურში “ჰალ სიტიმ” “ფულემი” 6:0 დაამარცხა და ჰადლსტოუნმა ერთ-ერთი გატანილი გოლის შემდეგ თმა არენაზევე შეიჭრა.

ბრიტანული პრესის ცნობით, აუქციონს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჰადლსტოუნის თმის მყიდველმა 6300 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093944