35 წლის ვეტერანი გერმანელი ჩოგბურთელი ტომი ჰაასი განაგრძობს ჩოგბურთის მოყვარულთა გაკვირვებას. საფრანგეთის ღია პირველობის მესამე წრეში მან 5-სეტიან, დრამატულ ბრძოლაში მოახერხა 28 წლის ამერიკელის - ჯონ ისნერის დამარცხება 7:5, 7:6, 4:6, 6:7, 10:8 და შემდგომი ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
პირველი სეტი უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა, ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად იგებდა საკუთარ ჩაწოდებას და თითქოს ყველაფერი ტაიბრეიკზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა მე-11 გეიმში ჰაასმა მეტოქის შეცდომების შედეგად ორმაგი ბრეიკპოინტი მიიღო, რაც მშვენივრად გამოიყენა და შემდგომშიც წარმატებით ჩააწოდა - 7:5.
მეორე პარტიაც ანალოგიური სცენარით წარიმართა, თუმცა განსხვავებით პირველისა, ისნერმა მოახერხა 5 ბრეიკპოინტის მოგერიება და დაინიშნა საჩოგბურთო ლატარეად წოდებული ტაიბრეიკი, რომელზეც გაცილებით იღბლიანი ისევ ტომი გამოდგა და სოლიდური უპირატესობით დაწინაურდა - 2:0 (7:5, 7:6).
ისნერს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და მანაც გაცილებით უფრო რისკიანი თამაში წამოიწყო. მან მესამე სეტის პირველივე გეიმში შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და პარტიის ბოლომდე მშვიდად შეინარჩუნა ეს უპირატესობა - 1:2 (6:4).
მე-4 სეტის 11 გეიმის განმავლობაში ჩაცხრა ემოციები და მხოლოდ ერთი გამოუყენებელი ბრეიკპოინტი ვიხილეთ (ისნერი), თუმცა მე-12 გეიმში მატჩმა კულმინაციას მიიაღწია, როდესაც ჯონმა საკუთარ ჩაწოდებაზე ერთბაშად 9 მატჩპოინტის მოგერიება მოახერხა და საბოლოოდ ისევ ტაიბრეიკამდე მიიყვანა სეტი, სადაც ამერიკელმა კიდევ სამჯერ მოახერხა მეტოქის მატჩპოინტების განეიტრალება და დაუჯერებლად ძნელი პარტია საბოლოოდ მაინც თავისთვის დაიტოვა - 7:6 (12:10).
12 მოგერიებული მატჩბოლის შემდეგ ისნერმა უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა მიიღო, რაც მე-5, გადამწყვეტი სეტის სტარტზე მშვენივრად გამოიყენა, მოიგო რა ზედიზედ 3 გეიმი და დიდი განაცხადი გააკეთა შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებაზე. თუმცა ტომიმ კიდევ ერთხელ გამოავლინა გერმანული, მებრძოლი ხასიათი და მერვე გეიმში წონასწორობა აღადგინა - 4:4. ჯონმა მეტოქის ჩაწოდებაზე განაგრძო სახიფათო თამაშის ჩვენება და მე-10 გეიმში მატპოინტიც მიიღო, თუმცა ჰაასმა ცივსისხლიანად მოიგერია ეს საშიშროება.
საბოლოოდ მაინც ამერიკელი გატყდა, რომელმაც საკუთარი ჩაწოდება კიდევ ერთხელ წააგო მე-17 გეიმში და შემდეგ უკვე მატჩიც დათმო.
მატჩი 4 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ჰაასმა 15 ეისი ჩააწოდა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ჯონმა კი ერთბაშად 27 ეისი “უთავაზა” ტომის.
როლან გაროსის მეოთხე წრეში 35 წლის გერმანელი ჩოგბურთელი რუს მიხაილ იუჟნის დაუპირისპირდება, რომელმაც ასპარეზობას გამოთიშა სერბი იანკო ტიპსარევიჩი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
chikovansky91

მეც მაგას ვიძახი დევისზე, იმდენად მაგარია, რომ შედარებაც არ შეიძლება ნოასთან, მაგრამ არც ნოას უნდა დავუკარგოტ გარჯა, კარგი კალატბურტელია, უბრალოდ არაა ტიპიური ცენტრი, რაღაც მონაცემები აკლია სამაგისოდ, სამაგიეროდ სხვა პლიუსები აქვს
მართალია სულ იმას იძახი ცენტრის საქმე არაა პასებიო, მაგრამ ზედმეტიც ნამდვილად არაა, თუ შეუძლია
ვსიო ვერნა ; ))))
))))))))
პროსტა შემაძულეს ფორუმზე ნოა ; ))) ისეთებს გაიძახიან რო ჯაბარმა ჩემი დ ე და ც ,.............
ერთი ეგ ცირკაჩა და ტიბოდოს სასტავი მალე შევიდეს ბუტკაში ; )))) ვეღარ ვითმენ
bidzina
ლინზე გეთანხმები ; ))) იმიტომაც დგას ასნავნოისი ბევერლი; ))) პროსტა ერთჯერადია ეგეც, კაი მცველია და ეგააა რა; ))) იმაშიც გეთანხმები რო მაიამის ტ რა კს აძლევენ სუდიები ხშირ შემთხვევაში ; )))) გუშინ გვეკუთვნოდა ყველაფრის მიუხედავად მოგება!
ვინც ლინსა და დრაგიჩს შორის ლინი აირჩია, ერთი იმის ტვინში ჩამახედა
დევისი არი კალათბურთელი რომელიც ოლიმპიადაზე წაიყვანეს პირდაპირ უნივერსიტეტიდან ; )))))))))) ეგ და ემჯეიც ; ))სხვა არავინ ; )))) ეგრე ტრუხად ავანსებს არავინ არ გაცემს ; ))))))))) ჩემი ფავორიტი ბიგმენია ; )))))))))ნოას მზე ჩაესვენა უკვე , ; )))) როდის ამოვიდა რო ; ))))
joa
დანკანი რომ წავა სახლში, პოპოვიჩი უნდა გადავიდეს პელიკანსში და სან ანტონიო 2 გაიჩითება
ჩიკო აღიარე ეხლა, რომ მაგ ტექნიკურმა ჯარიმამ დიდი ფსიქოლოგიური როლი ითამაშა






და ნოას დევისს რატომ ადარებ? დევისია პატარა დანკანი, ნოა კიდევ სუფთა ცხენია
ბევერლი კიდევ ბევრისთვის მისაბაძი მაგალითია, ტიპი დნიპროდან სად გაიჩითა
ისე გუშინ მივხვდი, სანამ ლინი ეყოლება ჰიუსტონს, წარმატების იმედი არ უნდა ქონდეს
ცოტა მოუმატე ზაზა
chikovansky91
)
მამენტ კედრიკსაც დავუმატებდი
)
ჰარდენის სთეფ ბექი როგორ მოგეწონა "მეფე"-სთან ?
წელს რაღაც არ უნდგას მთლად ისეთი სეზონი როგორც შარშან და იმის წინ ქონდა მაიამის, დაბერდნენ ბიჭები თუ რა ხდება?
დევისზე დაიწყება ტაციაობა , მაგრამ მე ვისურვებდი პელიკანი გაძლიერდეს ენტონი დევისის ირგვლივ, ვიდრე რომელიმე გრანდი გაძლიერდეს დევისით. იბაკაში გავცვლიდი მომდევნო ორი წლის პლიუს დრაფტებიანად ულაპარაკოდ
კი ბატონო
))))მეფემ ჩაიკ უ კა ; )))) 6 ხელია ჯამფშოთს ვერ აგდებს ; )))) სიბერით რა გითხრა ; )) ბოლო თამაშებში უეიდი და ბოში სტაბილურად გამოიყურებიან, ; ))) მეფე ვერ არი ხოდზე; ))) სიბერით ალენი დაბერდა ; ))))
პელიკანსმა დიდი შეცდომა დაუშვა ამდენი გარდი რო დაითრია; ))))) , ევანსი, გორდონი, ჰოლიდეი ; ))) ამათგან 1ს დავტოვებდი მარტო; )))) კაი ბიგმენი უნდა დაეთრია ვინმე , დევისთან წყვილში მაგარს გაა ტრა კებ დნენ ; )))
წელს კევინის არის მვპ , იმედია კვარდატას არ შეტენიან ; )))))
chikovansky91
რეი, ლინი და მსაჯობა, ამ სამმა ფაქტორმა გადაწყვიტა თამაშის ბედი. ტექნიკური რაზე მისცეს ჰოვარდს გაგვგიჟდი ან ბევერლის სამიანი ფოლი რასაც ქვია შეტენეს მსაჯებმა, მაგრამ მერე გაბრაზებულმა მიატენა ბურთი ცხვირპირში ბოშს.
2 ტექნიკური + 2 ქულას; ))) რამდენით მოიგო ჰიტმა ? : )))))) ბატიეზე მეც გეთანხმები არ იყო ეგ ფოლი ; )))) ბევერილისაც ჩამოსაღები აქ ცხვირ-პირი ; ))))))))))) ვესბრუკთან ინციდენტის შემდეგ ხო ვაფშე ვეღარ ვიტან ; )))) როჟაც საზიზღარი აქ /D::::::::::
DDDDDDDDDDDDDDDDD
სასტავი ბაზრობს დევისმა არ გაამარტლაო
ნოა კიდე წელს აშკარად საუკეტესო სეზონს ატარებს, პირველ გუნდში შეიყვანენ უეჭველი
ბევერლი მაგარი დამცველია; )))) სიბინძურეშიც გადადის ყუმარი
ენტონი დევის 40 ი ქულა , 21 მოხსნა , ნოა შედი ბუტკაში
რა გულის ამრევი იყო გუშინდელი მსაჯობა, რასაც ქვია მისცეს მსაჯებმა მაიამის ერთი ადგილი
ზაზას რაც შეეხება, არაა ცუდი სტატისტიკა იმის ფონზე, რომ ჯეფერსონის წინააღმდეგ უწევდა თამაში
რეიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ალეეეეეეეეეეეეეენ ; )))) რა მსაჯობა , რის მსაჯობა ; )))))))))
ფილი ნიქსში 5 წლით, საინტერესოა, იქნება ეხლა მაინც ეშველოთ მელოს და კომპანიას
ისე რა გადაუხადეს ესეთი ელეიში ცოცხალი თავით არ დათანხმდა
)
ცუდი პროცენტით ესვრის წელს საჯარიმოებსაც და ბურთსაც ბევრი აქვს სამუშაო
ცუდი პროცენტით ესვრის წელს