ჩოგბურთი

21:07 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰაასი “შესანიშნავი შვიდეულის” წევრი გახდა

გერმანელი ჩოგბურთელი ტომი ჰაასი იმ ლეგენდარულ მოთამაშეთა მარაქაში გაერია, რომლებიც მსოფლიო რეიტინგსიის მოწინავე ოცეულში 36 წლის გახდომის შემდეგაც შედის. ჰაასამდე ამგვარი მიღწევა ავსტრალიელებს როდ ლეივერს, კენ როზუოლს და როი ემერსონს, ამერიკელებს ჯიმი კონორსს, არტურ ეშს და ანდრე აგასის ჰქონდათ.

ტომი ჰაასს 36 წელი დღეს შეუსრულდა და ვეტერანი გერმანელი სადღეისოდ რეიტინგსიაში 17-ე ადგილს იკავებს. 2002 წელს ჰაასი მსოფლიო კლასიფიკაციაში მეორე საფეხურამდეც კი ამაღლდა.

 

თეგებიტომი ჰაასი
0.115966