36 წლის გერმანელი ტომი ჰაასი ნიუ იორკში მარჯვენა მხრის ოპერაციას გაიკეთებს, რის გამოც კარგა ხნის განმავლობაში ჩოგბურთისგან დასვენება მოუწევს. ჰაასი სადღეისოდ მსოფლიო კლასიფიკაციაში მეოცე პოზიციაზეა.
“ტკივილს სეზონის დასაწყისიდანვე ვგრძნობ. ამის გამო, რამდენიმე მატჩის შეწყვეტა მომიხდა. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ გამოკვლევა ჩავიტარე და ყველაფრის მიზეზი ძველი ტრავმა გამოდგა. ოპერაცია 12 წლის წინათ გავიკეთე და ახლა იმავე მხრის გამო კვლავ მომიწევს საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა. აღდგენითი პერიოდის დასრულების შემდეგ თამაშს მარცხენა ხელით თამაშს ვცდი, რათა ფორმაში შევიდე და შემდეგ შევინარჩუნო. ახლა კი უმთავრესია ოპერაციამ კარგად ჩაიაროს, შემდეგ კი მოთმინებით უნდა აღვიჭურვო - სავარაუდოდ შეჯიბრებებზე 7-8 თვის განმავლობაში ვერ გამოვალ”, - ამბობს ჰაასი.