ლევან გვაზავა კარიერას რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე მახაჩყალის “ანჟიში” გააგრძელებს.
ის მახაჩყალელებმა გუნდის განაცხადში უკვე შეიყვანა. “ანჟიში” გადასვლამდე გვაზავა უზბეკეთის ჩემპიონატში ფერღანის “ნეფთჩიში” გამოდიოდა, სადაც 7 მატჩი ჩაატარა.
34 წლის გვაზავა დაღესტნურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მაგრამ ჯერ ახალ გუნდში თამაში არ ჩაუტარებია.