ფეხბურთი

11:01 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ შვაინშტაიგერის ტრავმაზე ისაუბრა

 

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერის ტრავმამ ძალიან დაწყვიტა გული. შეგახსენებთ, ბავარიული კლუბისა და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს კოჭზე განმეორებითი ოპერაცია სჭირდება.

“შვაინშტაიგერი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო, მაშინაც კი, როდესაც მას ბოლომდე დატვირთვის საშუალებას ფეხის ტკივილი არ აძლევდა. ძალიან ვწუხვარ, რომ მომავალ შეხვედრებში მის გარეშე მოგვიწევს მინდორზე გასვლა” – განაცხადა გვარდიოლამ.

ექიმების წინასწარი დიაგნოზით, ბასტიან შვაინშტაიგერი ოპერაციის შემდეგ მოედანს დაახლოებით ერთ თვეში დაუბრუნდება.

 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113031