ფეხბურთი

12:34 | 22.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ “შალკესთან” მატჩი გამოარჩია

მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი გელზენკირხენის “შალკესთან” ჩაატარა. ამის შესახებ კატალონიელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ამ სეზონში, “შალკესთან” ყველაზე კარგად გამოვიყურებოდით. კმაყოფილი ვარ და ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. წინა მატჩებში, მხოლოდ საწყის 30-45 წუთში ვთამაშობდით კარგად, “შალკესთან” კი, 90 წუთის განმავლობაში ყველაფერი გამოგვდიოდა. შეიძლება ითქვას, გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან შეხვედრაში 100%-ით ვდომინირებდით”, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” “შალკე” “ფელტინს არენაზე” 4:0 დაამარცხა.

 

0.123593