ფეხბურთი

19:37 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ ბუნდესლიგა უკვე გაიცნო

მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ უკვე კარგად იცის, რა დონის კლუბები ასპარეზობენ გერმანიის ბუნდესლიგაში. კატალონიელი სპეციალისტი თითოეულ გუნდთან დიდი ყურადღებით თამაშს გეგმავს.

“უკვე მივხვდი, რამდენად ძლიერი კლუბები არიან ბუნდესლიგაში. ყველა გუნდთან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ. რაც შემეხება მე, ზეწოლას არ ვგრძნობ. როდესაც კონტრაქტს ვაფორმებდი, ვიცოდი, რომ აქ რთული სამუშაო მექნებოდა. ვნახოთ, რა შედეგი ექნება “ბაიერნს” მაისში”, - განუცხადა მიუნხენელთა დამრიგებელმა ბუნდესლიგის ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ “ბაიერნი” წლეულს ჩაიბარა.

 

0.11906