ფეხბურთი

20:36 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ “ბაიერნი” ფორმის არქონის გამო არ ავარჯიშა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, “არენა ხიმკიზე” დანიშნული წინასამატჩო ვარჯიში გააუქმა, რადგან გუნდს სავარჯიშო ფორმა არ ჰქონდა. championat.com-ის ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელშიც ფორმა იდო, დანიშნულების ადგილამდე დროულად ვერ მივიდა.

აქვე გეტყვით, რომ გვარდიოლამ “ბაიერნის” წინასამატჩო პრესკონფერენციაც გადადო, რადგან გუნდი ვნუკოვოს აეროპორტიდან, მოსკოვური “საცობების” გამო, ხიმკიმდე მისვლას დიდი ხანი მოუნდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, მოსკოვის ცსკა მიუნხენის “ბაიერნს” 27 ნოემბერს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122512