მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ მის გუნდს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, ყველაზე ძლიერი მეტოქე შეხვდა.
“არსენ ვენგერსა და მის ფეხბურთელებს საკმაოდ კარგად ვიცნობ. მიმაჩნია, რომ წილსყრამ ყველაზე ძლიერი მეტოქე შეგვახვედრა.
ამ ეტაპზე, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ვფიქრობთ. ამ ტურნირზე მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება მოგვიწევს და ორივე მათგანი უნდა მოვიგოთ.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იუპ ჰაინკესს, რომლის წყალობითაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შანსი მეძლევა.” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal-ი.