“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გაკვირვებულია იმით, რომ მიუნხენური გუნდის ფეხბურთელებმა მისი იდეები ასე სწრაფად აითვისეს. კატალონიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ “რეკორდმაისტერს” უკეთ თამაში შეუძლია.
“დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან, უკეთ ავთამაშდებით. თუმცა, ტიტულებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიბრძოლებთ, თუ ფეხბურთელები ჩემს მითითებებს შეასრულებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეგვექმნება. თუ ფეხბურთელს ესმის ჩემი მოთხოვნები და მათ ასრულებს, მისთვის ნამდვილი მეგობარი ვიქნები. ვინც ჩემს მითითებებს არ შეასრულებს, ის ტრიბუნებზე აღმოჩნდება.
გაკვირვებული ვარ იმით, თუ რა სწრაფად აითვისეს ფეხბურთელებმა ჩემი იდეები. დრო კიდევ გვჭირდება, მაგრამ “ბაიერნი” უკვე ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ამის გამო მოხარული ვარ.” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საქართველოს ჩემპიონატში მის პოზიციაზე პირველი იყო. დრიბლინგიც აქვს, სისწრაფეც, ჟილკაც და ფიზიკური სიძლიერეც. ცხოველივითაა.
მარჯვენა მცველის პოზიციაზე, ცალსახად ორი ვარიანტი გვაქ და მეტი არც განიხილება მე მგონი, მჭედლიშვილი/კაკაბაძე.
ამ ბიჭზე მეორე ლიგაში რომ თამაშობდა მაშინ დაწერეს ნაკრებში გამოიძახონო, მაშინ დავწერე არასწორია ხორვატიის მეორე ლიგიდან ნაკრებში გამოძახება მაგრამ პირველი ლიგაც თუ გაქაჩა კი უნდა მივცეთ შანსი მეთქი, ხოდა მემგონი დროა რომ გამოვცადოთ ნაკრებში თუნდაც ამხანაგურში
რეალურად მარჯვენა მცველებიდან უკეთეს ჩემპიონატში და გუნდში მხოლოდ ოთარ კაკაბაძეა
ვაი რომ საგოლე პასი და ძირითადი, თითზე ჩამოსათვლელი და სანატრელი გაგვიხდა ქართველებს