ფეხბურთი

21:21 | 25.01.2014 | ნანახია 2147 - ჯერ

გვარდიოლა: “ტერ შტეგენი “ბარსელონასთვის” კარგი შენაძენი იქნება”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა “გლადბახთან” გამართული შეხვედრის შემდეგ აცხდებს, რომ თუ მისმა ყოფილმა კლუბმა, “ბარსელონამ”, მიონხენგლადბახელთა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიმატა, ეს კატალონიელთათვის კარგი შენაძენი იქნება.

“ტერ შტეგენი ძალიან კარგი მეკარეა, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო კიპერი ჩვენთან თამაშობს.

თუ “ბარსელონა” ტერ შტეგენს იყიდის, ეს ამ გუნდისთვის ძალიან კარგი შენაძენი იქნება.” – აცხადებს გვარდიოლა თამაშის შემდეგ, რომელშიც ტერ შტეგენმა თავისი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, “ბარსელონას” ვიქტორ ვალდესი ტოვებს და კატალონიელებს ახალი მეკარის დამატება მოუწევთ. გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსას” ნომერ პირველი სამიზნე სწორედ ტერ შტეგენია.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:19 | 30.09.2013
ჯონი (102)

stripslashes((strlen('http://youtamashi.com/moqmedebiti/3000-sa-mp-03c.html')>0?'http://youtamashi.com/moqmedebiti/3000-sa-mp-03c.html':'http://youtamashi.com/moqmedebiti/3000-sa-mp-03c.html'))

11:48 | 30.09.2013
babubabu (17085)

ცხრილი გააასწორეთ რა ფლიზ

11:15 | 30.09.2013
Lucky Luciano (3296)

9იდან 8 თამაში ნაკლები დაჯდა
წესით დღეს მეტობა იქნება

08:55 | 30.09.2013
mushni (93559)

უაზროდ დალაგდა

08:32 | 30.09.2013
mushni (93559)

DDD

0.122586
2147