პეპ გვარდიოლას, ვინც მომავალი სეზონიდან მიუნხენის “ბაიერნს” გაწვრთნის, გათავისებული აქვს, რომ ახალ გუნდში ზოგჯერ თამაშებს წააგებს კიდეც.
“ოდესმე დავმარცხდები კიდეც. თუ მინდა, რომ ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერა მქონდეს, ამას უნდა შევეგუო. სწორედ ასეთ მომენტებში ვლინდება დიდი მწვრთნელის თვისებები. როდესაც “ბარსელონა” ჩავიბარე, ვცდილობდი, იმ შეგონებებისთვის პატივი მეცა, რომლებიც მივიღე”, – იუწყება გვარდიოლას სიტყვებს სამხრეთამერიკული პრესა.