ფეხბურთი

19:25 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "სტილს არ შევცვლით"

 

ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღეს ტურის ცენტრალური მატჩი მიუნხენში, "ალიანს არენაზე" ""ბაიერნსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გაიმართება. გერმანელთა ესპანელმა თავკაცმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მომავალი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ ვეთამაშებით ერთ-ერთ ტოპ-კლუბს, ინგლისის ჩემპიონს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი ტოპ-კლუბია. რა თქმა უნდა, პირველ თამაშში გამარჯვება უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ფოკუსირებულნი ვიქნებით ჩვენ სტილზე და შევეცდებით სამი ქულა მოვიპოვოთ.

გასულ სეზონში ნახევარფინალში ვიასპარეზეთ, სტუმრად კარგი მატჩი გამოგივიდა, ხოლო სახლში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. აქედან გამომდინარე ძლიერ გუნდს ვეთამაშებით და სახლში მოდუნების საშუალება არ გვაქვს. "სიტი" ძლიერი კლუბია და უშეღავათო ბრძოლა გვექნება." _ განაცხადა გვარდიოლამ.  

შეგახსენებთ, რომ მიუნხენელებს მომავალ მატჩში ფრანკ რიბერი ვერ დაეხმარება, ხოლო არიენ რობენის თამაში საეჭვოა.

გიორგი ბალახაძე

0.118915