მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა აღფრთოვანებულია, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მეტოქედ მადრიდის “რეალი” შეხვდა.
“აღფრთოვანებული ვარ, რომ მეტოქედ “რეალი” შეგვხვდა. მადრიდულ კლუბს კარგად ვიცნობ და წარმომიდგენია, მასთან თამაში როგორი ძნელია. 1/2-ფინალური მატჩები “ბაიერნისთვის” კარგი გამოცდა გახდება, მაგრამ ჩემი ბიჭების მჯერა” - იუწყება “ბაიერნის” ოფიციალური “ტვიტერი” გვარდიოლას სიტყვებს.