მიუნხენის “ბაიერნი” მანუელ ნოიერს “მანჩესტერ სიტიში” არ გაყიდის. “რეკორდმაისტერის” თავკაცი პეპ გვარდიოლა გერმანელი მეკარის ტრანსფერის კატეგორიული წინააღმდეგია.
“ნოიერი არსად წავა. “მანჩესტერ სიტის” მისი ყიდვის შანსი არ აქვს. ჯობია, ინგლისელებმა ამ ტრანსფერზე არც იფიქრონ”, - განაცხადა გვარდიოლამ “სიტისთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
მოგეხსენებათ, “ქალაქელები” ნოიერს ჯო ჰარტის შემცვლელად განიხილავენ.