მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ბუნდესლიგის 25-ე ტურში ლევერკუზენის “ბაიერის” 2:1 ძლევის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება ბავარიული კლუბის მიერ ბურთის დაკარგვის სიხშირეზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ ფეხბურთელები წარმატებული სერიის მიუხედავად კონცენტრაციას მაინც შეინარჩუნებენ.
“ლევერკუზენელთა დამარცხება იოლი საქმე არაა – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “ბაიერნის” ოფიციალური ვებ-გვერდი – პირველ ტაიმში კარგად ნამდვილად ვერ ვითამაშეთ. ბურთს ხშირად ვკარგავდით და რამდენიმეჯერ გაგვიმართლა. შესვენების შემდეგ თამაში გამოვასწორეთ და უკეთ შევუტიეთ. ერთი-ორი მატჩიც და ჩემპიონის ტიტულს შევინარჩუნებთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, როდის გავინაღდებთ ოქროს. მთავარია ბიჭებმა კონცენტრაცია არ დაკარგონ და შემართება, რომლითაც აქამდე მოვიდნენ, კიდევ ორი-სამი თვე შეინარჩუნონ” – განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.