ფეხბურთი

12:18 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “მოთმინებამ შედეგი მოიტანა”

 

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ლონდონის “არსენალთან” გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. კატალონიელი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი გახლდათ.

“გასულ სეზონში, “ბაიერნს” ლონდონში უკეთესი შედეგი ჰქონდა. მიუნხენელებმა 3:1 იმარჯვეს. მიუხედავად ამისა, 2:0 ბრწყინვალე შედეგია და ნამდვილად კმაყოფილი ვარ. აქ ჩემი ბოლო ორი ვიზიტი “ბარსელონასთან” ერთად შედგა. “არსენალთან” საგარეო მატჩი მოგებული არ მქონდა და ვიცოდი, რომ ამის მიღწევა ძნელი იქნებოდა. ისიც სათქმელია, რომ რიცხვობრივი უპირატესობა გვქონდა და ამან საქმე გაგვიადვილა.

მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით და მოთმინებით ვთამაშობდით, რამაც შედეგი მოიტანა”, - განაცხადა გვარდიოლამ.

0.117541