ფეხბურთი

17:54 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “მიხარია, რომ “ოქროს ბურთის” გამარჯვებული ჩემი გამოსავლენი არაა”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ის ფრანკ რიბერისთან ერთად მუშაობით ამაყია. კატალონიელი სპეციალისტის თქმით, მას ფრანგი შემტევისნაირი ხასიათის მქონე ფეხბურთელი აქამდე არასდროს უნახავს.

“არასდროს მინახავს ისეთი ხასიათის მქონე ფეხბურთელი, როგორიც რიბერია. ჩემთვის, მისი გაწვრთნა დიდი პატივია და იმედი მაქვს, რომ მის ტალანტს კიდევ უფრო დიდ გასაქანს მივცემ.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე რიბერი ღიმილიანი სახით უნდა მივიდეს. მან სიამოვნება უნდა მიიღოს. ჯილდოს მოგების სამივე კანდიდატი დაუჯერებელი ფეხბურთელია და მოხარული ვარ იმის გამო, რომ მათ შორის არჩევანი ჩემი გასაკეთებელი არაა.” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Marca.

0.118009