“ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, რომელიც მომავალი სეზონიდან მიუნხენის “ბაიერნს” უთავკაცებს, გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში კატალონელთა ლიდერის ხასიათის ზოგიერთ თავისებურებაზე ისაუბრა.
“ბარსელონაში” გადასვლის პირველ თვეებში იბრაჰიმოვიჩი საუცხოო იყო. თავისი თამაშის წყალობით, მას ყველა ტაშს უკრავდა, ყურადღებას იპყრობდა და სახელს იხვეჭდა.
ლეოს ეს ძალიან არ მოსწონდა. ერთხელ ჩემთან მოვიდა და მომთხოვა, რომ “ცხრა ნომრის” პოზიციაზე დამეყენებინა. მან მითხრა: “ან “ცხრა ნომრად” ვითამაშება ან საერთოდ არ ვითამაშებ”. რა უნდა მექნა?
მესმის, რომ მესი უნიკალური უნიკალური მოთამაშეა და იმედი გვაქვს, რომ ფეხბურთის თამაში არასოდეს მოსწყინდება, მაგრამ მასში ბავშვური ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. ის საკმაოდ ჭირვეულია, როგორც ყველა ბავშვი. უნდა გვესმოდეს, რომ ანგელოზის გამომეტყველების ქვეშ, მტაცებელი იმალება, რომელსაც უზარმაზარი ამბიცია აქვს.
შესაძლოა, ჩემი მხრიდან აბსოლუტური ნდობის კრედიტმა, ლეოში რაღაც დააზიანა. ზოგჯერ ის წონასაწორობას კარგავს. მესი რეგულარულად აკრიტიკებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს და მისმა თავდაჯერებამ ვილიასთან კონფლიქტი წარმოშვა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მესიმ ვილიას დაუყვირა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მატჩის დროს, დავიდმა კარში დაარტყა და უფრო ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ლეოს პასი არ მისცა” – განაცხადა გვარდიოლამ.