მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ ის ესპანელი ნახევარმცველის, ხავი მარტინესის გუნდიდან გაშვებას არ აპირებს.
ცოტა ხნის წინათ გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” 25 წლის ფეხბურთელის ესპანეთში დაბრუნებას აპირებს, მაგრამ როგორც ირკვევა, გვარდიოლა ამის წინააღმდეგია.
“ამ კითხვით თავად ფეხბურთელს უნდა მიმართოთ, მაგრამ არა მგონია ეს ტრანსფერი განხორციელდეს. სანამ “ბაიერნის” მწვრთნელი ვარ, მარტინესი აქ ითამაშებს.” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal-ი.