ფეხბურთი

16:36 | 6.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა კატალონიის დამოუკიდებლობას ემხრობა

ხოსეპ გვარდიოლამ კატალონიელებს მოუწოდა, რომ რეფერენდუმზე მივიდნენ და ხმა მისცენ კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას.  ეს ინფორმაცია ესპანურმა გაზეთებმა გაავრცელეს. ისე, გვარდიოლას ადრეც არაერთხელ გამოუხატავს ეს სურვილი.

"დღესდღეობით ყველა კატალონიელს სურს უკეთესი მომავალი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დემოკრატიის ფარგლებში, ანუ რეფერენდუმზე მისვლით და ხმის მიცემით" – თქვა გვარდიოლამ.

ილია კახელიშვილი


 

0.125616